კულიბალი: "კვარაცხელიას ხშირად ვეკონტაქტები, ნაპოლის ასეთი წარმატება მახარებს" » სპორტის ხაზი

კულიბალი: "კვარაცხელიას ხშირად ვეკონტაქტები, ნაპოლის ასეთი წარმატება მახარებს"

კულიბალი: "კვარაცხელიას ხშირად ვეკონტაქტები, ნაპოლის ასეთი წარმატება მახარებს"
3-11-2022, 14:30
Aa Aa
გაზიარება:

"ნაპოლის" ცენტრალურმცა-მცველმა, კალიდუ კულიბალიმ Corriere dello sport- თან მიცემულ ინტერვიუში იმედი გამოთქვა, რომ იტალიური კლუბი სკუდეტოს მფლობელი გახდება.

ნაპოლიდან წასვლას არ ნანობ? - " ბედის მჯერა. ამ კლუბში გატარებული რვა წლის შემდეგ ყველაფერი სწორედ ასე უნდა მომხდარიყო. ჩემი ეტაპი დასრულდა, რაც შემეძლო, გუნდს ყველაფერი მივეცი. ემოციური თვალსაზრისით ბევრი არაფერი შეცვლილა. მე მათ ყოველ გოლს ვგრძნობ, ყოველ გამარჯვებას, თითქოს ცხადად განვიცდი. ნაპოლი ჩემი სახლია.

სარის ნაპოლი უფრო ძლიერი იყო, თუ დღევანდელი? - ის სხვა ფეხბურთი იყო, შედარება არ შეიძლება. ის ნაპოლი წარმოუდგენლად კარგად თამაშობდა, ყველა გუნდზე ვდომინირებდით. დღეს, მაშინაც კი, როდესაც ისინი არ დომინირებენ, მაინც იგებენ, ეს დაუჯერებელია. საიმედოდ და კომპაქტურად თამაშობენ.

ველოდოთ ნაპოლისგან სკუდეტოს? - ამის იმედი მაქვს. თუ ეს მოხდა, ნეაპოლში საზეიმოდ გავიქცევი, ეს ჩემი ტიტულიც იქნება."

შეგახსნებთ იმასაც, რომ 31 წლის ფეხბურთელი ამ ზაფხულს 38+2(ბონუსები) მილიონი ევროს სანაცვლოდ "ჩელსის" რიგებს შეუერთდა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი