ფრანჩესკო კალცონამ რომასთან დაპირისპირების წინ ჟურნალისტებთან ხვიჩა კვარაცხელიასა და ვიქტორ ოსიმენის შესახებ ისაუბრა.
ნაპოლის დამრიგებელს მიაჩნია, რომ ოქროს ბურთის მოგება ორივე მათგანს შეუძლია, თუმცა საამისოდ კვარას და ოსიმენს ჯერ კიდევ ბევრი აქვთ სამუშაო.
"ბუნებისგან არიან დაჯილდოებულნი და მათთან მუშაობა უდიდეს სიამოვნებას მანიჭებს. მიუხედავად ამისა, საქმე უნდა გაგრძელდეს, რადგან ორივე მათგანმა უნდა იცოდეს, რომ ფეხბურთი ინდივიდუალიზმის მიღმაც არსებობს."
"ჩემი აზრით, ოქროს ბურთის მოგება ორივეს შეუძლია, მაგრამ შრომა არ უნდა შეწყვიტონ და საამისო პროგრესი განაგრძონ", - თქვა კალცონამ.