მიქაუტაძე "აიაქსში" აღარ სურთ » სპორტის ხაზი

მიქაუტაძე "აიაქსში" აღარ სურთ

მიქაუტაძე "აიაქსში" აღარ სურთ
25-04-2024, 01:14
Aa Aa
გაზიარება:

"მეცის" ქართველი თავდამსხმელი გიორგი მიქაუტაძე ლიგა 1-ში შესანიშნავ პერიოდს ატარებს მას შემდეგ, რაც ამსტერდამული კლუბიდან საფრანგეთში დაბრუნების შემდეგ ჩემპიონატში იმაზე მეტი გოლი გაიტანა, ვიდრე კილიან მბაპემ.

თუმცა "აიაქსს" მისი დაბრუნება მაინც არ სურს, რაც მას შემდეგ განსაკუთრებულად გამოიკვეთა, რაც გიორგიმ განაცხადა, რომ ამსტერდამში კლუბი ცუდად მოექცა, არც სასტუმროს დაჯავშნაში დაეხმარნენ და იჯარის წამოსვლის შემდეგ არც კი მოუკითხავთ.

"მეცს" მისი გამოსყიდვისთვის 10 მლნ ევროს გადახდა მოუწევს, რაზეც ისინი უარს ნამდვილად არ იტყვიან, მაგრამ საქმე იმაშია, რომ მიქაუტაძეს შემოთავაზებები ლიგა 1-ის ცხრილში მყოფი უფრო მაღალი გუნდებიდანაც მოსდის.

გიორგის ანგარიშზე მიმდინარე სეზონში "მეცის" მაისურით ნათამაშებ 16 შეხვედრაში 10 გოლი და 3 საგოლე გადაცემა მოუგროვდა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.