რომში გამართული დაპირისპირება "ლაციოსა" და "იუვენტუსს" შორის მასპინძლების გამარჯვებით 2-1 დასრულდა, მაგრამ ეს საკმარისი არ აღმოჩნდა იმისთვის, რომ რომაელები იტალიის თასის ფინალში გასულიყვნენ.
პირველ ტაიმში იგორ ტუდორმა მასიმილიანო ალეგრის გუნდი ძალიან დაჯაბნა, "ბებერი ქალბატონი" 2-0-ს აგებდა, თუმცა 83-ე წუთზე ახლად შემოსულმა არკადიუშ მილიკმა პირველივე შეხებით გაიტანა გოლი და 2 მატჩის ჯამში "იუვენტუსი" დააწიაურა.
ასე და ამგვარად, "იუვენტუსი" იტალიის თასის ფინალშია, რათა მე-15-დ მოიგოს ეს ტურნირი და მისი მეტოქე ხვალ გაირკვევა "ფიორენტინასა" და "ატალანტას" შორის.
ამ გამარჯვებით "ბიანკონერიმ" იტალიის სუპუერ თასში მონაწილეობის უფლება გაინაღდა, რომელიც 2025 წლის იანვარში გაიმართება.