"Corriere dello Sport" იუწყება, რომ "ნაპოლის" მთავარმა მწვრთნელმა ფრანჩესკო კალცონამ თავისი მოთამაშეები გააკრიტიკა და დისციპლინის დასაცავად ზომებს მიმართა.
ფრანჩესკო ფეხბურთელებს განწყობას უწუნებს და უკმაყოფილებას გამოთქვამს იმის გამო, რომ მოთამაშეები ბოლომდე არ იბრძვიან და მოტივაცია არ აქვთ.
წყაროს ცნობით, მწვრთნელმა ხვიჩა და მისი გუნდელები ფიზიკურად ზედმეტად დატვირთა, გადამეტებულად ავარჯიშა და დისციპლინის მოსაგვარებელ საქმეებს შეუდგა.
"ნაპოლის" ჩემპიონთა ლიგაზე მოხვედრა სურს, მაგრამ ამისთვის 6 ქულით ჩამორჩება უშუალო კონკურენტებს. ჩემპიონატის დასრულებამდე კი 5 შეხვედრა დარჩა.