ევროპის უმაღლეს ჩემპიონატებში ჯარიმების გატანის სტატისტიკით დიდად ვერცერთი ფეხბურთელი დაიკვეხნის.
მაგრამ მაინც, არის ფეხბურთელი, ვისაც სხვებთან შედარებით ყველაზე მეტჯერ აქვს ბურთი ჯარიმიდან კარის ბადეში მოქცეული.
ასეთი მოთამაშე დუშან ვლაჰოვიჩია, რომელიც "იუვენტუსში" ირჯება. ბოლო 2 წლის განმავლობაში მან 4-ჯერ გაიტანა ჯარიმიდან, რაც ევროპის TOP 5 ჩემპიონატში საუკეთესო მაჩვენებელია.
მიმდინარე სეზონში სერბი ფეხბურთელის ანგარიშზე 31 მატჩში 17 გოლი და 3 საგოლე გადაცემა აქვს მოგროვებული.