სულ ცოტა ხნის დასრულდა ლა ლიგის 32-ე ტურის შეხვედრა, რომელშიც ვალენსიამ ბეტისს უმასპინძლა და 1:2 დამარცხდა.
გიორგი მამარდაშვილის ანგარიშზე მთელი მატჩის განმავლობაში 4 მოგერიება მოგროვდა, რაშიც ქართველს 6.7 სარეიტინგო ქულა დაუწერეს.
ვალენსიამ ამ წაგებით უმნიშვნელოვანესი ქულები დაკარგა. ამ ეტაპზე "ღამურები" გათამაშების ცხრილის მე-8 ადგილს 47 ქულით იკავებენ.
ქართველი მეკარის გუნდს ჩემპიონთა ლიგაზე არა, მაგრამ ევროპის ლიგაზე გასვლა ნამდვილად შეუძლია, რადგან მე-6 ადგილზე მყოფ რეალ სოსიედადს ვალენსიაზე სულ რაღაც 3 ქულით მეტი აქვს მოპოვებული.