ოფიციალურად: რა ბედი ეწია მატჩს, რომელიც ნ'დიკას გამო შეწყდა? » სპორტის ხაზი

ოფიციალურად: რა ბედი ეწია მატჩს, რომელიც ნ'დიკას გამო შეწყდა?

ოფიციალურად: რა ბედი ეწია მატჩს, რომელიც ნ'დიკას გამო შეწყდა?
20-04-2024, 16:05
Aa Aa
გაზიარება:

14 აპრილს "რომასა" და "უდინეზეს" შორის გამართული დაპირისპირება 72-ე წუთზე შეწყდა, რადგან რომაელთა მცველმა ევან ნ'დიკემ დაზიანება მიიღო.

იტალიური ფეხბურთის ფედერაციამ ამ შეხვედრასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო და გუნდებს აცნობა, რომ მატჩი 25 აპრილს ზუსტად იმ დროიდან გაიმართება, საიდანაც შეწყდა (72-ე წუთიდან).

კლუბებს უფლება აქვთ, შეხვედრაში ნებისმიერი შემადგენლობა გამოიყვანონ, თუნდაც 11-ვე სასტარტოს ფეხბურთელი შეცვალონ.

ამ ფაქტთან დაკავშირებით "რომამ" უკმაყოფილება გამოთქვა, რადგან 28 აპრილს "ნაპოლის" წინააღმდეგ უწევს დაძაბული ორთაბრძოლა, 2 მაისს კი 43 მატჩით დაუმარცხებელ "ლევერკუზენთან" უწევს ბედის ცდა ევროპა ლიგის 1/2 ფინალში.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი