კვარაცხელიას მამა: "აი, რატომ არჩია ხვიჩამ "იუვეს" "ნაპოლი" » სპორტის ხაზი

კვარაცხელიას მამა: "აი, რატომ არჩია ხვიჩამ "იუვეს" "ნაპოლი"

კვარაცხელიას მამა: "აი, რატომ არჩია ხვიჩამ "იუვეს" "ნაპოლი"
19-04-2024, 19:26
Aa Aa
გაზიარება:

საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და "ნაპოლის" თავდამსხმელი ხვიჩა კვარაცხელიას მამამ ბადრიმ მედიასთან იმის შესახებ ისაუბრა, თუ რატომ არჩია მისმა შვილმა სხვა გრანდებს ნეაპოლური კლუბი.

"ხვიჩას შეძენა "ნაპოლის" გარდა სხვა გრანდებსაც სურდათ, თუნდაც "იუვენტუსს", "ინტერს", "რომას" "სამპდორიას" და სხვებს, მაგრამ ყველამ ნახეთ რა გადაწყვეტილებაც მივიღეთ.

"იუვე" კარგი ვარიანტი იყო, მაგრამ მაშინ იქ ანხელ დი მარია ასპარეზობდა და ჩვენ სათამაშო პრაქტიკა გვესაჭირეოებოდა, "ნაპოლი" კი ამ მხრივ კარგი ვარიანტი იყო, გარდა ამისა, მარადონას დიდი ქომაგი ვიყავი და ძალიან მინდოდა მის სტადიონზე ჩემი შვილის სახელიც ეყვირათ". - განაცხადა ბადრიმ.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი