გიორგი მამარდაშვილი განვითარებას სინათლის სისწრაფით კვლავ განაგრძობს. ქართველი საუკეთესო მორიგ სტატისტიკურ მაჩვენებელშია.
საქართველოს ნაკრებისა და ვალენსიას კარის დარაჯს ლა ლიგის მიმდინარე სეზონში პენალტი ყველაზე მეტჯერ აქვს მოგერიებული!
გიორგიმ ესპანეთის ჩემპიონატში სამი პენალტი მოიგერია. მან ამის გაკეთება ოსასუნასთან, ალავესთან და ვილიარეალთან შეძლო.
გარდა ამისა, ისიც სათქმელია, რომ გიორგი მამარდაშვილმა ლა ლიგის მიმდინარე სეზონში კარი მშრალად 12-ჯერ შეინახა, რაც ბრწყინვალე მაჩვენებელია.