Youtube-ზე, გადაცემა "ლაი-ლაიში" სტუმრად თორნიკე ოქრიაშვილი იმყოფებოდა, რომელმაც ბელგიური პერიოდი, კერძოდ გენკში გატარებული დრო გაიხსენა.
"როდესაც გენკში მივედი, მაშინ ჩემს ადგილას ლეანდრო ტროსარი თამაშობდა, რომელიც ჩემი მისვლიდან მალევე გუნდიდან გაანათხოვრეს."
"ახლა ტროსარი პრემიერ ლიგაში, არსენალში თამაშობს. ექიმები მეუბნებოდნენ, ასეთი არაფერი გვინახავსო."
"ამ გუნდში ბევრ გამორჩეულ ფეხბურთელს უთამაშია, მაგრამ ექიმმა შენისთანა აქ არავინ მინახავსო", - თქვა ოქრიაშვილმა.