ჩემპიონთა ლიგის მეორე 1/2 ფინალური წყვილიც ცნობილია მას შემდეგ, რაც "ბაიერნმა" "არსენალი" გამოაგდო, ხოლო "რეალ მადრიდმა" მოქმედ ჩემპიონ "სიტის" მოუგო პენალტების სერიაში.
"ბაიერნისა" და "რეალის" წყვილიდან გამარჯვებული ფინალში "პსჟ"-სა და "დორტმუნდს" შორის გამარჯვებულს შეხვდება.
ნახევარფინალების პირველი შეხვედრები 30 აპრილს და 1-ლ მაისს გაიმართება, საპასუხოები კი ერთი კვირის შემდეგ, შესაბამისად, 7 და 8 მაისს.
ხვალ კი ევროპა ლიგის ნახევარფინალისტების ვინაობებს გავიგებთ.