კრიშტიანუ რონალდუმ "იუვენტუსს" სასამართლოში გასული წლის ოქტომბერში უჩივლა და დღეს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, პორტუგალიელმა საქმე მოიგო.
"La gazzeta dello sport" იუწყება, რომ დღეს სასამართლომ წარადგინა საბოლოო პასუხი რონალდუსა და "ბებერი ქალბატონის" საქმეზე.
ნაფიც მსაჯულებმა ჯიანრობერტო ვილამ, რებორეტო საკიმ და ლეანდრო კანტამესამ განაცხადეს, რომ იტალიურმა გრანმდა კრიშტიანუს 9 774 166, 66 ევრო უნდა გადაუხადოს, რომელიც ხელფასის სახით თავის დროზე არ მიუცია. საუბარი 19.5 მლნ ევროზე იყო, მაგრამ კლუბი მხოლოდ თანხის 50%-ს გადაიხდის.
საქმე იმაშია, რომ ამ თანხას ემატება გადასახადები, გაწელილი სასამართლოსა და ადვოკატების თანხა, რაც საბოლოოდ ტურინული გრანდის ბიუჯეტზე კარგად ნამდვილად არ აისახება, რომელიც ისედაც კრიზისშია.