ნაპოლის ყოფილი მეკარე: "ხვიჩასა და ოსიმენის წასვლის შემთხვევაში გუნდს კოპერფილდიც ვერ უშველის" » სპორტის ხაზი

ნაპოლის ყოფილი მეკარე: "ხვიჩასა და ოსიმენის წასვლის შემთხვევაში გუნდს კოპერფილდიც ვერ უშველის"

ნაპოლის ყოფილი მეკარე: "ხვიჩასა და ოსიმენის წასვლის შემთხვევაში გუნდს კოპერფილდიც ვერ უშველის"
17-04-2024, 18:23
Aa Aa
გაზიარება:

იტალიური ნაპოლის ყოფილმა მეკარემ, სტეფანო სორენტინომ კომენტარი ხვიჩა კვარაცხელიასა და ვიქტორ ოსიმენის გუნდიდან წასვლაზე გააკეთა.

"უნდა გვესმოდეს, „ნაპოლი“ რისკავს, დაკარგოს მერეტი, აუცილებლად დაკარგავს ზელინსკის, რომელიც მნიშვნელოვანი ფიგურააა და შესაძლოა, კვარაცხელია და ოსიმენიც წავიდნენ. და მათ ნაცვლად ვინ მოვა? ასეთ გუნდს დევიდ კოპერფილდიც რომ დაუნიშნონ, ისიც ვერ უშველის.

რეალური პრობლემა ისაა, რომ „ნაპოლის“ კარგი შემადგენლობა ჰყავს, მაგრამ არ აქვს საკმარისად ძლერი „სკამი“ და რესურსი. საინტერესოა, სურს თუ არა დე ლაურენტისს კონტეს ან ალეგრის მრავალმილიონიანი კონტრაქტი გაუფორმოს და ძლიერი მოთამაშეები მოუყვანოს?"
– ამბობს სორენტინო.

ბოლო ინფორმაციით, პარი სენ-ჟერმენმა ვიქტორ ოსიმენთან კონტრაქტი უკვე შეათანხმა, ხვიჩასთან კი ნაპოლი ახალი ხელშეკრულების გაფორმებაზე მუშაობს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი