"თოფურიას ნაკუწებად აქცევს" - უცხოელი ქომაგები ჰოლოუეის ილიასთან ამხნევებენ » სპორტის ხაზი

"თოფურიას ნაკუწებად აქცევს" - უცხოელი ქომაგები ჰოლოუეის ილიასთან ამხნევებენ

"თოფურიას ნაკუწებად აქცევს" - უცხოელი ქომაგები ჰოლოუეის ილიასთან ამხნევებენ
17-04-2024, 17:55
Aa Aa
გაზიარება:

UFC 300-ზე მაქს ჰოლოუეიმ ჯასტინ გეიჯი ნოკაუტით დაამარცხა და BMF ქამრის მფლობელი გახდა, რის შემდეგაც ამერიკელმა ოქტაგონზე ილია თოფურია გამოიწვია.

ამასთან დაკავშირებით უცხოელმა გულშემატკივრებმა თავიანთი აზრი გამოთქვეს. აი, რას წერენ ისინი სხვადასხვა სოც.ქსელის მეშვეობით:

"მაქსი თოფურიას ნაკუწებად აქცევს, ეს დიდი ბრძოლა იქნება"

"ილია თოფურია განწირულია, ჰოლოუეი წინასწარ ვერასდროს გაიშიფრება, ის ამოუცნობი მებრძოლია"

"მაქსის ექსცენტრიულობას თოფურია ვერაფერს მოუხერხებს"

"ქართველი მებრძოლი ჰოლოუეისთან კარიერაში პირველად დამარცხდება"

"თოფურიას სიამაყე და თავდაჭერილობა მაღიზიანებს. იმედია, რომ მაქსი ადგილს მიუჩენს"

"მაქს ჰოლოუეისთან ბრძოლის შემდეგ თოფურია კარიერის დასრულებაზე დაფიქრდება"

"დროა, რომ ყალბი ჩემპიონი ტახტიდან ჩამოვარდეს. მიდი, მაქს"

"აჩვენე ჭკუა ამ პატარა უნიჭოს, რომელმაც ისიც კი არ იცის, ესპანელია თუ ქართველი" , - წერენ ფანები.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი