"ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა ჩავი ერნანდესმა "პსჟ"-სთან დამარცხების შემდეგ პირველი კომენტარი გააკეთა.
"უსამართლობაა, ჩვენი ჩემპიონთა ლიგის სეზონი მსაჯების შეცდომების გამო დასრულდა. ჩემი ბარათის ეპიზოდი? არბიტრს ვუთხარი, რომ საშნლად ასრულებდა თავის საქმეს, ეს რეალობა იყო", - განაცხადა ჩავიმ.
"პსჟ"-მ ერნანდესის გუნდს 1-4 მოუგო (4-6) და 1/2 ფინალში თამაშის უფლებაც დაიმსახურა, სადაც მათი მეტოქე "დროტმუნდი" იქნება.
ჩავიმ ამ შეხვედრაში უხეშობის გამო წითელი ბარათი დაიმსახურა და შეხვედრის დასრულება ტრიბუნებიდან მოუწია.