დღეს, ეროვნული ლიგის რიგით მე-9 ტურში ბათუმის დინამო სამტრედიას უმასპინძლებს, თუმცა მატჩი ბათუმის საშინაო არენაზე არ გაიმართება.
ამ ყველაფერთან დაკავშირებით აჭარული კლუბის პრესსამსახურმა საჯარო განცხადება გაავრცელა. აი, რა წერია განცხადებაში:
"„ბათუმის „დინამო“ გარკვეული პერიოდის განმავლობაში საშინაო მატჩებს „ბათუმი არენაზე“ ვერ ჩაატარებს, ვინაიდან ბათუმის ცენტრალურ სტადიონზე მინდვრის საფარის რენოვაცია მიმდინარეობს."
"ამის გამო, 11 მაისამდე მეტოქეებს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკურ ცენტრში (გიორგი ლეონიძის N15) ვუმასპინძლებთ. მატჩზე დასწრება თავისუფალია", - წერია ბათუმის დინამოს განცხადებაში.
ცნობისთვის, აჭარული კლუბი ეროვნული ლიგის მე-2 ადგილს 19 ქულით იკავებს.