იტალიურ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ "ნაპოლი" მომდევნო სეზონის სტარტზევე შეცვლის მთავარ მწვრთნელს.
იმ შემთხვევაში თუ მასიმილიანო ალეგრი სეზონის ბოლოს "იუვენტუსს" დატოვებს, რისი ალბათობაც ძალიან მაღალია, იგი "ნაპოლის" შეუერთდება.
"Il Mattino"-ის მტკიცებით ნეაპოლელებს ალეგრის კანდიდატურა ძალიან ხიბლავთ, მიუხედავად იმისა, რომ მას "ბებერ ქალბატონში საქმე კარგად არ მისდის.
"შეშლილ მაქსს" "ბიანკონერისთან" კონტრაქტი 2025 წლის ზაფხულში ეწურება.