დონარუმას შემცვლელად - გიორგი მამარდაშვილი პარიზულ გრანდს დაუკავშირეს » სპორტის ხაზი

დონარუმას შემცვლელად - გიორგი მამარდაშვილი პარიზულ გრანდს დაუკავშირეს

დონარუმას შემცვლელად - გიორგი მამარდაშვილი პარიზულ გრანდს დაუკავშირეს
14-04-2024, 16:55
Aa Aa
გაზიარება:

Todofichajes-მა დაწერა, რომ პარი სენ-ჟერმენი მეკარის ჩანაცვლებას აქტიურად განიხილავს, მათი ერთ-ერთი სამიზნე კი გიორგი მამარდაშვილი იქნება.

საქართველოს ნაკრების კარის დარაჯს ვალენსიაში 35 მილიონ ევროდ აფასებენ, რაც, რა თქმა უნდა, პარიზული გრანდისთვის არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს.

მიუხედავად იმისა, რომ პსჟ-ს კარში ჯიჯი დონარუმა უდგას, როგორც ჩანს, ფრანგები იტალიელის თამაშით კმაყოფილები არ არიან და მის გამოცვლას აპირებენ.

ზემოაღნიშნული გამოცემის მტკიცებით, პსჟ მამარდაშვილის ტრანსფერის პარალელურად, ატლეტიკ ბილბაოს მეკარის, უნაი სიმონის გადაბირებაზეც იმუშავებს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი