ქოჩორაშვილი: "ამის გამო თანაგუნდელები გიჟსაც კი მეძახდნენ" » სპორტის ხაზი

ქოჩორაშვილი: "ამის გამო თანაგუნდელები გიჟსაც კი მეძახდნენ"

ქოჩორაშვილი: "ამის გამო თანაგუნდელები გიჟსაც კი მეძახდნენ"
13-04-2024, 20:56
Aa Aa
გაზიარება:

საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხებურთელმა გიორგი ქოჩორაშვილმა " LaGazzetta.ge"-სთან ინტერვიუ ჩაწერა, სადაც პენალტებზე ისაუბრა.

"რატომ გადავწყვიტე საბერძნეთთან პირველი პენალტის დარტყმა? ეს ჩემი არჩევანი იყო, მწვრთნელს პირადად ვთხოვე, რომ ამ მოვალეობას მე შევასრულებდი და ისიც დამთანხმდა.

"სიმართლე რომ გითხრათ, ამ მომენტისთვის 2 წელი ვემზადებოდი, მაშინ, როცა პიროვნულადაც და ფეხბურთელადაც ძალიან დიდი პროგრესი დავიწყე. როცა ვარჯიშზე თავისუფალი დრო მქონდა, ყოველთვის სტანდარტულების შესრულებას ვვარჯიშობდი და ეს იმდენად ინტენსიურად ხდებოდა, რომ თანაგუნდელები გიჟსაც კი მეძახდნენ.

"ამ თამაშამდე "ვალიადოლის" მეკარემ პენალტი ამიღო. ისე არ მოვიქეცი, როგორც ვარჯიშებზე და კუთხე შევცვალე, მაგრამ მუშაობა გავაგრძელე. ვიცოდი, რომ თითოეულ სტანდარტულს შეიძლებოდა მატჩის ბედი გადაეწყვიტა. საბერძნეთთან პენალტი თუ დაინიშნებოდა, უკვე ზუსტად ვიცოდი რომელ კუთხეში და როგორ დავარტყამდი.

"120 წუთის შემდეგ 11 მეტრიანების სერია რომ დაინიშნა, ხიზანიშვილს ვუთხარი, რომ პირველი დარტყმა მე უნდა შემესრულებინა. მჯეროდა და მწამდა, რომ ამაზე ნამუშევარი მქონდა და გამიმართლებდა. გველესიანთანაც მქონდა ამ კომპონენტზე საუბარი, ის ერთ-ერთი საუკეთესოა პენალტებში და მითხრა, რომ კარგად ვაკეთებდი ჩემს საქმეს და არაფერი უნდა შემეცვალა.

"ხალხის გაუჩერებელმა სიმღერამ დამაწყნარებელის როლი შეასრულა ჩემთვის. ზუსტად ეს მჭირდებოდა იმ დროს და მადლობა გულშემატკივარს ამისთვის. 120 წუთის შემდეგაც კი არ გაჩერებულან და ისე მღეროდნენ. პენალტის გატანის შემდეგ ძალიან მომეშვა და ვიცოდი, რომ მამარდა თავის სათქმელს იტრყოდა", - განაცხადა გიორგიმ.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი