"ინტერის" შეძენა არაბებს სურთ, მაგრამ... » სპორტის ხაზი

"ინტერის" შეძენა არაბებს სურთ, მაგრამ...

"ინტერის" შეძენა არაბებს სურთ, მაგრამ...
13-04-2024, 17:16
Aa Aa
გაზიარება:

იტალიური გამოცემ "La Repubblica" იუწყება, რომ "ინტერის" შესაძენად ერთ-ერთი არაბული კომპანია აქტიურად მუშაობს და "ნერაძურის" წარმომადგენლებთან მოლაპარაკებებს აწარმოებს.

წყაროს ცნობით ამ კომპანიის სახელი ჯერ არ არის გასაჯაროებული, მაგრამ ეს არ არის "PIF", რომელიც გასული თვეების განმავლობაში მუშაობდა, რომ მილანური გრანდი შეესყიდა.

სტივენ ჟანგსა და "suning"-ს სურთ, რომ კლუბის აქციების ნაწილი გაყიდონ და "Oaktree"-სთან ვალდებულება მოიშორონ, რომლისთვისაც სოლიდური სესხი აქვთ გასასტუმრებელი.

მაგრამ, გამოცემა იუწყება, რომ არაბებს კლუბის მთლიანად შესყიდვა სურთ და მათ აქციების მცირე წილით შეძენა არ აინტერესებთ.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი