მეცის მწვრთნელი: "მიქაუტაძე აიაქსის შემდეგ შეცვლილი დაბრუნდა" » სპორტის ხაზი

მეცის მწვრთნელი: "მიქაუტაძე აიაქსის შემდეგ შეცვლილი დაბრუნდა"

მეცის მწვრთნელი: "მიქაუტაძე აიაქსის შემდეგ შეცვლილი დაბრუნდა"
13-04-2024, 14:00
Aa Aa
გაზიარება:

საფრანგეთის ლიგა 1-ის შეხვედრაში გიორგი მიქაუტაძის მეცმა ლანსს უმასპინძლა და მეტოქე მინიმალური სხვაობით, 2:1 დაამარცხა.

თამაშის დასრულების შემდეგ მეცის მთავარმა მწვრთნელმა, ლასლო ბოლონიმ კომენტარი სწორედ ქართველ ფორვარდზე გააკეთა, რომელმაც ლანსისთვის 2 გოლის გატანა შეძლო.

"გიორგი მიქაუტაძე აიაქსის პერიოდის შემდეგ შეცვლილი დაბრუნდა. ის შედარებით ინტროვერტი გახდა, აქამდე კი გაცილებით მეტს იღიმოდა."

"შთაბეჭდილება მრჩება, რომ მიქაუტაძე 5-6 წლის უფრო დაღვინებული და გაზრდილი დაბრუნდა. მან ხელახალი ადაპტაცია უმალვე გაიარა, შედეგები კი სახეზეა"
, - თქვა რუმინელმა სპეციალისტმა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი