ფრანგული მეცის დამრიგებელმა, ლასლო ბოლონიმ საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და ამავე კლუბის ფორვარდზე, გიორგი მიქაუტაძეზე ისაუბრა.
როგორც ის ამბობს, ქართველი ვარსკვლავი საფრანგეთში კარგად დაბრუნდა, თუმცა საჭიროა, რომ ეფექტურობის ხარისხი მიქაუტაძემ თავის თავში ხელახლა მოიძიოს:
"გიორგიმ ერთხელ უკვე გვანახა, რომ მაღალი დონის ფეხბურთელია, ახლა კი ხარისხის მოძებნას ხელახლა უნდა შეუდგეს."
"მას ყველა შესაბამისი თვისება გააჩნია იმისათვის, რათა მაღალ დონეზე ითამაშოს, ახლა კი მათი წარმოჩენა უნდა შეძლოს", - თქვა რუმინელმა სპეციალისტმა