გამოცდილი ბრაზილიელი ეროვნულ ლიგაში ითამაშებს - ქუთაისის "ტორპედოს" მორიგი ტრანსფერი » სპორტის ხაზი

გამოცდილი ბრაზილიელი ეროვნულ ლიგაში ითამაშებს - ქუთაისის "ტორპედოს" მორიგი ტრანსფერი

გამოცდილი ბრაზილიელი ეროვნულ ლიგაში ითამაშებს - ქუთაისის "ტორპედოს" მორიგი ტრანსფერი
12-04-2024, 23:44
Aa Aa
გაზიარება:

ქუთაისის ტორპედომ მორიგი ტრანსფერი განახორციელა, ბრაზილიელი აურო ალვარო ეროვნულ ლიგაში ითამაშებს.

"ბრაზილიელი მცველი აურო ალვარო ტორპედოს ფეხბურთელია.

28 წლის ფეხბურთელი გასულ წელს ორდაბასთან ერთად ყაზახეთის ჩემპიონი გახდა.

წლების განმავლობაში ტორპედოს ახალწვეული ბრაზილიური სანტოსის ღირსებას იცავდა. 5 სეზონი გაატარა მლს-ში ტორონტოს შემადგენლობაში.

2018 წელს ტორონტოსთან ერთად კანადის თასი მოიგო, 2019 წელს კი მლს-ის ვიცე-ჩემპიონიც გახდა.

აურო ალვარო იყო ბრაზილიის 17, 20 და 21-წლამდელთა ნაკრების უცვლელი წევრი.

ბრაზილიელ მცველსა და კლუბს შორის კონტრაქტი 1+1 სისტემით გაფორმდა.

Bem-vindo Auro Jr"
- ვიგებთ ქუთაისის "ტორპედოს" პრეს-სამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციიდან.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი