ზივზივაძის დედა: "ბუდუს ბავშვობიდან ვეუბნებოდი, რომ.." » სპორტის ხაზი

ზივზივაძის დედა: "ბუდუს ბავშვობიდან ვეუბნებოდი, რომ.."

ზივზივაძის დედა: "ბუდუს ბავშვობიდან ვეუბნებოდი, რომ.."
11-04-2024, 20:12
Aa Aa
გაზიარება:

ბუდუ ზივზივაძის დედა, რუსუდან გეგეშიძე ტელეკომპანია "იმედს" სტუმრობდა, სადაც მან თავისი შვილის შესახებ ისაუბრა.

"ბავშვობიდან ვეუბნებოდი, რომ თუ შენ ფეხბურთი პროფესიულ გზად აირჩიე, შენს უკან დგას ქვეყანა თქო, აბა შენ იცი, სულ ამას ვეუბნებოდი. ის 120 წუთი ჩემთვის 120 საუკუნე იყო. მადლობა ბუდუს და ბიჭებს, ყველას."

"ბავშვობაში წყნარი იყო, ახლაც წყნარი და მშვიდია, ცეკვა გამოძახილია იმისი, რაც გააკეთა. ცეკვაზე დადიოდა ცოტა ხანი. ძალიან პატარა იყო ჭადრაკზე შევიყვანე და საკმაოდ კარგი შედეგი ჰქონდა."

"ერთი ხელით ბუდუ მიმყავდა ფეხით ვარჯიშზე და მეორე ხელში შეშა მეჭირა. მიუხედავად 90-იანი წლების საშინელი პირობებისა, ერთი ვარჯიშიც არ გაგვიცდენია."

"ეს იყო მისი ოცნება, სიყვარული, რაშიც ხელი შევუწყვე და არ მეგონა, ამდენს თუ მიაღწევდა"
, - თქვა რუსუდან გეგეშიძემ.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი