ხვიჩა კვარაცხელია: "როცა ნაპოლიდან ჩემი წასვლის დრო დადგება.." » სპორტის ხაზი

ხვიჩა კვარაცხელია: "როცა ნაპოლიდან ჩემი წასვლის დრო დადგება.."

ხვიჩა კვარაცხელია: "როცა ნაპოლიდან ჩემი წასვლის დრო დადგება.."
11-04-2024, 19:54
Aa Aa
გაზიარება:

იტალიის ჩემპიონატმა ნაპოლისა და საქართველოს ეროვნული ნაკრების შემტევ ხვიჩა კვარაცხელიასთან საინტერესო ინტერვიუ ჩაწერა.

"როცა ამ ქალაქიდან, ამ გუნდიდან წავალ, აქაურობა ძალიან მომენატრება. ამ ქალაქში ბევრი რამ მივიღე, ბევრი ხალხი გავიცანი და გავიზარდე, რაც მართლაც ძალიან დამაკლდება."

"ვფიქრობ, ქართველები და იტალიელები ერთმანეთს არამხოლოდ ფეხბურთის სიყვარულით, არამედ იმითაც ვგავართ, რომ პროცესში ჩართულებს მაქსიმუმის გაკეთება გვჩვევია."

"ვერცერთ სიზმარში ვერ წარმოვიდგენდი, რომ ერთ დღესაც იტალიის ჩემპიონი გავხდებოდი. უბრალოდ არც კი შემიძლია გადმოგცეთ თუ რას ვგრძნობდი სკუდეტოს მოგებისას."

"ფეხბურთი მთელი ჩემი ცხოვრებაა და ვამაყობ იმ სიყვარულით, რომელსაც ნეაპოლელი ქომაგები მაძლევენ"
, - თქვა ხვიჩა კვარაცხელიამ.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი