Il Mattino წერს, რომ აურელიო დე ლაურენტისი ხვიჩა კვარაცხელიას სულ მალე განახლებულ და გაუმჯობესებულ ხელშეკრულებას შესთავაზებს.
როგორც იცით, კვარაცხელია ამ ეტაპზე ხელფასის სახით 1.2 მილიონ ევროს იღებს, იტალიაში კი წერენ, რომ ქართველის ახალი ანაზღაურება 4 მილიონ ევრომდე გაიზრდება.
გარდა ამისა, ნაპოლის პრეზიდენტი გეგმავს, რომ განახლებულ კონტრაქტში კვარას გამოსასყიდ თანხად 150 მილიონი ევრო მიუთითოს, რათა პოტენციური გამოსყიდვის შემთხვევაში ნაპოლის დიდი ფინანსური მოგება დარჩეს.
შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ მიმდინარე სეზონში ნაპოლის მაისური ჯამურად 39-ჯერ მოირგო, რა დროშიც მან 10 გოლი გაიტანა და 6 საგოლე პასი მიითვალა.