დღეს, 00:00 საათზე "ჩემპიონთა ლიგის" ეგიდით, ლუჩანო სპალეტის "ნაპოლი" იურგენ კლოპის "ლივერპულს" "ენფილდზე" ეწვევა და ჯგუფის უკანასკნელ შეხვედრას გამართავს. იტალიური გაზეთი La Gazzetta dello Sport გუნდების სავარაუდო XI-ებს აქვეყნებს:
"ლივერპული": ალისონი, ციმიკასი, კონატე, გომესი, ალექსანდრ-არნოლდი, ჰენდერსონი, ფაბინიო, ჯოუნსი, ნუნიესი, ფირმინო, სალაჰი.
"ნაპოლი": მერეტი, დი ლორენცო, კიმი, ჟესუსი, ოლივერა, ლობოტკა, ზამბო-ანგისა, ზიელინსკი, პოლიტანო, ოსიმენი, კვარაცხელია.
შეგახსენებთ, რომ "ნაპოლისა" და "ლივერპულის" უკანასკნელი დაპირისპირება მარადონაზე გაიმართა, სადაც ადგილობრივმა გუნდმა მეტოქე 4:1 გაანადგურა. აღსანიშნავია, რომ ამავე მატჩში საგოლე პასით თავის გამოჩენა ხვიჩა კვარაცხელიამაც შეძლო.