ილია თოფურია: "მოვა დრო, როცა ძალებს ამ სპორტშიც გამოვცდი" » სპორტის ხაზი

ილია თოფურია: "მოვა დრო, როცა ძალებს ამ სპორტშიც გამოვცდი"

ილია თოფურია: "მოვა დრო, როცა ძალებს ამ სპორტშიც გამოვცდი"
11-04-2024, 12:05
Aa Aa
გაზიარება:

Record-მა ქართველი მებრძოლის, ილია თოფურიას სიტყვები გამოაქვეყნა, რომლიდანაც ვიგებთ, რომ მას საკუთარი ძალების გამოცდა კრივშიც სურს.

"მოვა დრო, როდესაც ჩემს შანსებს კრივშიც მოვსინჯავ. ამ ტექნიკას კარგად ვფლობ და კარგი არტისტიც ვარ. დარწმუნებული ვარ, რომ რინგზე ფეხის შედგმიდან საუკეთესო გავხდები."

"კრივისთვის კარგად ვმოძრაობ, ვიხრები და ძლიერი ხელიც მაქვს. გპირდებით, თუ რინგზე დავდგები, ბევრი მეტოქე ჩემთან დადგომას ვერც კი გაბედავს"
, - ამბობს ილია თოფურია.

შეგახსენებთ, რომ თოფურიამ ბოლო ბრძოლა ალექსანდრ ვოლკანოვსკისთან საჩემპიონო ქამრისთვის გამართა, რომელიც ქართველის ბრწყინვალე გამარჯვებით დასრულდა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი