ახლა რას იტყვის სანიოლი? - ირაკლი აზაროვი სიმბოლურში მოხვდა » სპორტის ხაზი

ახლა რას იტყვის სანიოლი? - ირაკლი აზაროვი სიმბოლურში მოხვდა

ახლა რას იტყვის სანიოლი? - ირაკლი აზაროვი სიმბოლურში მოხვდა
10-04-2024, 19:44
Aa Aa
გაზიარება:

საქართველოს ნაკრების ახალგაზრდა მცველი, ირაკლი აზაროვი უკრაინის ჩემპიონატის ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა.

23-ე ტურის შეხვედრაში დონეცკის შახტარმა 3:1 რუხს მოუგო, აზაროვმა კი მინდორზე 90 წუთი გაატარა.

ქართველი ფეხბურთელის თამაში Sport Arena-მ გამოარჩია:

"ირაკლი აზაროვს თავის საუკეთესო მატჩი არ ჰქონია, თუმცა რუხთან ის მაინც კარგად გამოიყურებოდა და მეტოქის დაცვას პრობლემებსაც უქმნიდა. ეჭვგარეშე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ქართველმა ამ გამარჯვებაში თავისი წვლილი შეიტანა", - წერს საიტი.

შეგახსენებთ, რომ ბოლო სანაკრებო შეხვედრებისთვის ვილი სანიოლს ირაკლი აზაროვი არ გამოუძახებია.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.