ბეილი: "სულ რომ 5-0 მოგვეგო, რონლადუ მაინც ბრაზდებოდა" » სპორტის ხაზი

ბეილი: "სულ რომ 5-0 მოგვეგო, რონლადუ მაინც ბრაზდებოდა"

ბეილი: "სულ რომ 5-0 მოგვეგო, რონლადუ მაინც ბრაზდებოდა"
10-04-2024, 12:35
Aa Aa
გაზიარება:

გარეთ ბეილმა ყოფილი თანაგუნდელი კრიშტიანუ რონალდუ გაიხსენა და მასთან ერთად თამაშზე ისაუბრა.

"კრიშტიანუ მუდამ მწყობრში იყო, მაგრამ იყო პერიოდები, როცა, მაგალითად, 5-0-იც რომ მოგვეგო, თუმცა მას გოლი ვერ გაეტანა, გასახდელში ბუცებს მოისროდა ხოლმე, რაც ისეთ შთაბეჭდილებას ტოვებდა, რომ გაბრაზებული გეგონებოდა, ალბათ ასეც იყო, ან არა...

"მაგრამ ეს არაფერს ცვლის, საერთო ჯამში მასთან ურთიერთობა ძალიან კომფორტული და სასიამოვნო იყო, პრობლემებს არ შეგიქმნიდა და გუნდსაც სულ ეხმარებოდა, მხოლოდ კარგით. იგი დიდებული პიროვნებაა როგორც მოედანზე, ასევე მის მიღმაც.

შეგახსენებთ, რომ ბეილი და რონალდუ ერთად მადრიდის "რეალში" ირჯებოდნენ, 2018 წელს კი მათი გზები გაიყო, როცა პორტუგალიელმა "იუვენტუსს" მიაშურა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი