Marca: "გიორგი მამარდაშვილის თაობაზე ვალენსია მოლაპარაკებებს ამ ფასიდან დაიწყებს" » სპორტის ხაზი

Marca: "გიორგი მამარდაშვილის თაობაზე ვალენსია მოლაპარაკებებს ამ ფასიდან დაიწყებს"

Marca: "გიორგი მამარდაშვილის თაობაზე ვალენსია მოლაპარაკებებს ამ ფასიდან დაიწყებს"
10-04-2024, 14:00
Aa Aa
გაზიარება:

ესპანურმა ავტორიტეტულმა გამოცემა Marca-მ სიახლე ვალენსიას ქართველი მეკარის, გიორგი მამარდაშვილთან დაკავშირებით გამოაქვეყნა.

როგორც ვკითხულობთ, ვალენსია აქამდე მამარდაშვილს 25-30 მილიონი ევროს ფარგლებში აფასებდა, ახლა კი სიტუაცია შეცვლილია და ესპანელები გიორგის თაობაზე მოლაპარაკებებს 35 მილიონი ევროდან დაიწყებენ.

Marca იმასაც წერს, რომ გიორგის გაყიდვა ვალენსიაში უკვე გადაწყვეტილია და ქართველი მეკარე სულ მალე რომელიმე დიდ გუნდს შეუერთდება.

ბოლო ინფორმაციით, გიორგი მამარდაშვილის ტრანსფერით ლონდონის ჩელსი გახლდათ დაინტერესებული.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი