რონალდუ: "მადრიდში ამის შემდეგ დავბრუნდები" » სპორტის ხაზი

რონალდუ: "მადრიდში ამის შემდეგ დავბრუნდები"

რონალდუ: "მადრიდში ამის შემდეგ დავბრუნდები"
10-04-2024, 11:13
Aa Aa
გაზიარება:

კრიშტიანუ რონალდუმ მედიასთან განაცხადა, რომ ახლო მომავალში იგი მადრიდში დაბრუნდება, რათა საქმეებს მიხედოს.

"ფეხბურთის თამაშის სურვილი კიდევ 2-3 სეზონი მექნება, ამის შემდეგ კი მადრიდს მივაშურებ, რათა ჩემს პირად ბიზნესს მივხედო.

"თუმცა არ მინდა, რომ ფეხბურთს ჩამოვშორდე და მსურს, ჩემი საქმიანობა მასაც დავუკავშირო, ამ მომენტისთვის არ გავასაჯაროებ კონკრეტულ გეგმებს", - განაცხადა რონალდუმ.

კრიშტიანუ ამჟამად "ალ ნასრის" ღირსებას იცავს და მან გამოთქვა სურვილი, რომ 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ითამაშოს, ამის შემდეგ კი კარიერას დაასრულებს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი