ორმაგი დუბლი მემფისის წინააღმდეგ - მამუკელაშვილი კვლავ ბრწყინვალეა! » სპორტის ხაზი

ორმაგი დუბლი მემფისის წინააღმდეგ - მამუკელაშვილი კვლავ ბრწყინვალეა!

ორმაგი დუბლი მემფისის წინააღმდეგ - მამუკელაშვილი კვლავ ბრწყინვალეა!
10-04-2024, 13:30
Aa Aa
გაზიარება:

საქართველოს ეროვნული ნაკრების ერთ-ერთმა ლიდერმა, სანდრო მამუკელაშვილმა სან ანტონიოს მაისურით NBA-ში მორიგი დამაჯებელი შეხვედრა ჩაატარა.

მისმა გუნდმა მემფისის წინააღმდეგ დიდი ანგარიშით, 102:87 მოიგო, მამუკელაშვილმა კი მეტოქეს ორმაგი დუბლი შეუსრულა!

სანდრომ პარკეტზე ჯამურად 26:26 წუთი გაატარა, რა დროშიც მან 11 ქულა, 16 მოხსნა და 4 შედეგიანი გადაცემა მიითვალა.

ქართველი კალათბურთელის სან ანტონიო თავის მომდევნო შეხვედრას ოკლაჰომას წინააღმდეგ 11 აპრილს, დილის 4 საათზე გამართავს და იმედი დავიტოვოთ, რომ სანდრო კვლავ დამაჯერებლად ითამაშებს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი