ფრანგული მედია: "ზურიკო დავითაშვილი ევრორეჟიმზე გადაერთო" » სპორტის ხაზი

ფრანგული მედია: "ზურიკო დავითაშვილი ევრორეჟიმზე გადაერთო"

ფრანგული მედია: "ზურიკო დავითაშვილი ევრორეჟიმზე გადაერთო"
10-04-2024, 13:00
Aa Aa
გაზიარება:

ლიგა 2-ის ბოლო ტურების განმავლობაში ზურიკო დავითაშვილს ფრანგი ჟურნალისტები განსაკუთრებით აკრიტიკებდნენ და ქართველს სათამაშო ხარისხს უწუნებდნენ.

ზურიკომ მათ უკანასკნელ შეხვედრებში მტკიცე პასუხი გასცა და ბორდოს გამარჯვებათა მოპოვებაში უდიდესი დახმარება გაუწია.

აი, რას წერენ ახლა მასზე ფრანგულ მედიაში:

"ქართველი ტალანტი ზურიკო დავითაშვილი ევრორეჟიმზე გადაერთო და ზუსტად იმას აჩვენებს, რის გამოც მას აქამდე აკრიტიკებდნენ."

"სანაკრებო დონეზე თამაშისა და ევრო 2024-ზე გასვლის შემდეგ, მან თავისი ტალანტი საფრანგეთის ლიგა 2-შიც წარმოაჩინა"
, - წერენ დავითაშვილზე.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.