იტალიელი ჟურნალისტი: "ხვიჩას ბარსელონა აკვირდება, მაგრამ ინტერესი პრემიერ ლიგიდანაცაა" » სპორტის ხაზი

იტალიელი ჟურნალისტი: "ხვიჩას ბარსელონა აკვირდება, მაგრამ ინტერესი პრემიერ ლიგიდანაცაა"

იტალიელი ჟურნალისტი: "ხვიჩას ბარსელონა აკვირდება, მაგრამ ინტერესი პრემიერ ლიგიდანაცაა"
10-04-2024, 12:00
Aa Aa
გაზიარება:

იტალიური Tuttomercatoweb-ის დირექტორმა, ნიკოლო ჩეკარინიმ ხვიჩა კვარაცხელიას პოტენციურ ტრანსფერთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა.

როგორც ის ამბობს, აურელიო დე ლაურენტისი ქართველი ფეხბურთელის შენარჩუნებას მაქსიმალური ძალებით ეცდება, თუმცა, მისივე თქმით, მუდმივი ვერცერთი ფეხბურთელის კონტრაქტი ვერ იქნება.

"ნაპოლის პრეზიდენტი თავისი ახალი ხელშეკრულებით კვარაცხელიას დატოვებას შეეცდება, მაგრამ მთელი ცხოვრებით ვერავინ დარჩება. ხვიჩასადმი ინტერესს ბარსელონა გამოთქვამს, თუმცა არსებობს შანსი, რომ შეთავაზება ინგლისის პრემიერ ლიგიდანაც გაკეთდეს, თანაც ისეთი შეთავაზება, რომელზეც უარის თქმა დე ლაურენტისს უბრალოდ გაუჭირდება", - ამბობს ჩეკარინი.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ მიმდინარე სეზონში ნაპოლის მაისური ჯამურად 39-ჯერ მოირგო, რა დროშიც მან 10 გოლი გაიტანა და 6 საგოლე პასი მიითვალა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი