"ჩამოსულები ვართ მოსაგებად" - ნინო პასიკაშვილის კომენტარი ბელარუსთან მატჩამდე » სპორტის ხაზი

"ჩამოსულები ვართ მოსაგებად" - ნინო პასიკაშვილის კომენტარი ბელარუსთან მატჩამდე

"ჩამოსულები ვართ მოსაგებად" - ნინო პასიკაშვილის კომენტარი ბელარუსთან მატჩამდე
9-04-2024, 12:00
Aa Aa
გაზიარება:

საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე ტურის მატჩს 9 აპრილს გამართავს. ირის ანტმანის გუნდი, კვიპროსში, ახნასის სტადიონზე ბელარუსის ნაკრებს დაუპირისპირდება.

8 აპრილს, ჩვენმა გუნდმა მატჩის მასპინძელ სტადიონზე ივარჯიშა. საწვრთნელ პროცესში 23 ფეხბურთელი მონაწილეობდა.

მოახლოებული მატჩის შესახებ საქართველოს ნაკრების მოთამაშემ, ნინო პასიკაშვილმა ისაუბრა:

"ვფიქრობ, რომ ბელარუსის ნაკრების წინააღმდეგ რთული თამაში გველის. ლიეტუვასთან დიდი ენერგია დავხარჯეთ, თუმცა, რა თქმა უნდა, მოლოდინები გვაქვს. გვსურს, მაქსიმუმი გავაკეთოთ. დადებითი შედეგი იქნება თუნდაც ქულის მოპოვება, თუმცა ჩამოსულები ვართ მოსაგებად და ჩვენთვის მოწინააღმდეგეს მნიშვნელობა არ აქვს" - თქვა 32 წლის ნახევარმცველმა.

ბელარუსი - საქართველოს ქალთა ნაკრებების მატჩი თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება. შეხვედრის პირდაპირ რეპორტაჟს Livestream.com-ის სფფ-ის არხზე შემოგთავაზებთ. (nakrebi.ge)


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი