"ყოველთვის მოსაგებად გავდივართ" - ქალთა ნაკრების მთავარი მწვრთნელის მატჩისწინა კომენტარი » სპორტის ხაზი

"ყოველთვის მოსაგებად გავდივართ" - ქალთა ნაკრების მთავარი მწვრთნელის მატჩისწინა კომენტარი

"ყოველთვის მოსაგებად გავდივართ" - ქალთა ნაკრების მთავარი მწვრთნელის მატჩისწინა კომენტარი
9-04-2024, 14:00
Aa Aa
გაზიარება:

საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე ტურის მატჩს 9 აპრილს გამართავს. ირის ანტმანის გუნდი, კვიპროსში, ახნასის სტადიონზე ბელარუსის ნაკრებს დაუპირისპირდება.

8 აპრილს, ჩვენმა გუნდმა მატჩის მასპინძელ სტადიონზე ივარჯიშა. საწვრთნელ პროცესში 23 ფეხბურთელი მონაწილეობდა.

მოახლოებული მატჩის შესახებ საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ირის ანტმანმა ისაუბრა:

"ვემზადებით ბელარუსთან მატჩისთვის, რომელიც ამ ჯგუფის საუკეთესო გუნდია. გვსურს, კარგი თამაში ვაჩვენოთ. თუ ჩვენს შესაძლებლობებს წარმოვაჩენთ, დადებითი შედეგის მიღწევას შევძლებთ. ყოველთვის მოსაგებად გავდივართ მოედანზე. ნებისმიერ ქვეყანაში და ნებისმიერი მეტოქის წინააღმდეგ ჩვენი მიზანი სწორედ ეს არის. ეს ფეხბურთელებზეა დამოკიდებული და, დარწმუნებული ვარ, ყველაფერს გააკეთებენ, როგორც ბოლო შეხვედრაში.

ლიეტუვასთან რთული თამაშის შემდეგ მოთამაშეები ცოტა დაღლილები არიან, თუმცა თავს კარგად გრძნობენ. სათადარიგოთა სკამზე ბევრი ფეხბურთელი გვყავს, რომლებიც მსგავს ვითარებაში ეხმარებიან გუნდს. ასე რომ, მზად ვართ თამაშისთვის" - თქვა 48 წლის სპეციალისტმა. (nakrebi.ge)


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი