"იუვენტუსმა" ალეგრი პატივისცემის ნიშნად გააფრთხილა » სპორტის ხაზი

"იუვენტუსმა" ალეგრი პატივისცემის ნიშნად გააფრთხილა

"იუვენტუსმა" ალეგრი პატივისცემის ნიშნად გააფრთხილა
8-04-2024, 15:09
Aa Aa
გაზიარება:

იტალიურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "იუვენტუსის" ხელმძღვანელობამ გუნდის მთავარი მწვრთნელი მასიმილიანო ალეგრი პატივისცემის ნიშნად გააფრთხილა.

"ბებერმა ქალბატონმა" "შეშლილ მაქსს" ამცნო, რომ ისი აქტიურად მუშაობენ მისი შემცვლელის საპოვნელად.

ცნობილი ჟურნალისტი რომეო აგრესტი იტყობინება, რომ მასიმილიანო ალეგრი მიმდინარე სეზონის ბოლოს ტურინს დატოვებს, ასე რომ მას ან ახალი გუნდის ძებნა მოუწევს, ან ისევ უმუშევრად დარჩენა (ისე, როგორც მაშინ, როცა "იუვენტუსი" წინაზე დატოვა).

ამჟამად მისი შემცვლელი ყველაზე რეალური კანდიდატურა ტიაგო მოტაა, რომელიც მზად არის ნებისმიერ დროს დატოვოს "ბოლონია", მაგრამ "ბიანკონერის" მასთან ფინანსური დეტალები ჯერ არ შეუთანხმებია, ან არ გაუსაჯაროებია.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი