ყოფილმა იტალიელმა ფეხბურთელმა, ანტონიო კასანომ "ნაპოლის" ლიდერ, ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ მედიასთან ისაუბრა და განაცხადა.
"ქართველი ფენომენია, ამას ყოველ კვირაში ვამბობ. მას აქვს ხარისხი, გუნდს ეხმარება, თამაშობს ხაზებს შორის. ნამდვილად სიგიჟემდე მომწონს და მასზე მომდევნო 15 წლის განმავლობაში ილაპარაკებენ.
სპალეტიმ თქვა, რომ ის ძალიან კარგი ბიჭია, ხელმისაწვდომი, მართლაც ფენომენალური მოთამაშე." - თქვა კასანომ.
შეგახსნებთ იმასაც, რომ 21 წლის შემტევმა ამ სეზონში ჩატარებულ 16 მატჩში 8 გოლი გაიტანა და 8 საგოლე გადაცემა გააკეთა.