მარტის თვის საუკეთესო | გიორგი შერმადინმა დამსახურებული ჯილდო მიიღო » სპორტის ხაზი

მარტის თვის საუკეთესო | გიორგი შერმადინმა დამსახურებული ჯილდო მიიღო

მარტის თვის საუკეთესო | გიორგი შერმადინმა დამსახურებული ჯილდო მიიღო
8-04-2024, 13:00
Aa Aa
გაზიარება:

გიორგი შერმადინის ლენოვო ტენერიფე მაგარ ფორმაში ჩადგა. სეონის მძიმედ დაწყების შემდეგ კანარელები გამარჯვების გზებზე დადგნენ და უმეტეს შეხვედრებს სათავისო შედეგით არულებენ. ტენერიფელთა მორიგი მსხვერპლი ჟირონა გამოდგა, რომელიც შერმადინის გუნდმა 74:60 დაამარცხა.

შერმადინმა 28 წუთში 5 ქულა, 5 მოხსნა, 2 პასი, 2 ჩაჭრა და 1 დაფარება დააგროვა. გიორგიმ 4-დან 1 ორქულიანი და 5-დან 3 საჯარიმო ჩააგდო. საუკეთესო შედეგი ელჯინ კუკმა დააფიქსირა, რომელმაც 17 ქულა და 7 მოხსნა მოაგროვა.

აღსანიშნავია, რომ მატჩის დაწყებამდე შერმადინს ლიგა ენდესას მარტის MVP-ს ჯილდო გადასცეს. ამ შეხვედრის საუკეთესო მოთამაშე კი, მარსელინო უერტასი იყო 21 ქულით.

ლენოვო ტენერიფე 18 მოგებით და 10 წაგებით მე-5 ადგილზეა, მომდევნო ტურში კი, 13 აპრილს, ბილბაოს უმასპინძლებს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი