ზინედინ ზიდანმა "რეალის" ახალგაზრდა ვარსკვლავ ჯუდ ბელინგემზე ისაუბრა და ინგლისელი ფეხბურთელი ძალიან შეაქო.
"დარწმუნებული ვარ, რომ არავინ ელოდა იმას, რაც ჯუდმა ქნა. მან ყველანაირ მოლოდინებს გადააჭარბა.
"მისი ერთ-ერთი დიდი პერსონალური ქომაგი გახლავართ. იმედი მაქვს, ყველა შესაძლო ტიტულს მოიგებს, წარმატებებს ვუსურვებ", - განაცხადა ზიდანმა.
მიმდინარე სეზონში ჯუდის ანგარიშზე 32 შეხვედრაში 20 გოლი და 10 საგოლე გადაცემა მოუგროვდა.