თემურ ქეცბაია: "ამ წარმატებით საქართველოს ეროვნული ლიგა უნდა გამოვასწოროთ" » სპორტის ხაზი

თემურ ქეცბაია: "ამ წარმატებით საქართველოს ეროვნული ლიგა უნდა გამოვასწოროთ"

თემურ ქეცბაია: "ამ წარმატებით საქართველოს ეროვნული ლიგა უნდა გამოვასწოროთ"
7-04-2024, 12:00
Aa Aa
გაზიარება:

თემურ ქეცბაია სტუმრად იმყოფებოდა სპორტულ გადაცემა "ტაიმაუტში", სადაც მან საქართველოს ნაკრების ევრო 2024-ზე გასვლა შეაფასა.

"ძალიან დიდი მოხდა, რასაც მთელი საქართველო და ქართველი გულშემატკივარი, დიდი ხანია, ელოდება. რა თქმა უნდა, მეც ვუერთდები ამ სიხარულს და ამ გამარჯვებას.

იმედია, ეს ქართულ ფეხბურთში შექმნის იმ ვითარებას, რომ ბევრი რამ გამოვასწოროთ. ჩემი აზრით, ეს წარმატება იმისთვის უნდა გამოვიყენოთ, რომ საქართველოს ჩემპიონატი გამოვასწოროთ.

მე ყოველთვის ვამბობდი, რომ ფეხბურთს ძალიან დიდი ძალა აქვს. ქუჩაში ამდენ ხალხს ვერავინ გამოიყვანს, ვერც პოლიტიკა და ვერც სპორტის სხვა სახეობა. ამიტომ ვამბობდი, რომ ფეხბურთს მეტი ყურადღება სჭირდება"
, - თქვა ქეცბაიამ.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი