ბაზელის მწვრთნელი: "18 წლის სიგუამ მყესი უკვე 3-ჯერ თუ 4-ჯერ გაიწყვიტა" » სპორტის ხაზი

ბაზელის მწვრთნელი: "18 წლის სიგუამ მყესი უკვე 3-ჯერ თუ 4-ჯერ გაიწყვიტა"

ბაზელის მწვრთნელი: "18 წლის სიგუამ მყესი უკვე 3-ჯერ თუ 4-ჯერ გაიწყვიტა"
7-04-2024, 13:30
Aa Aa
გაზიარება:

შვეიცარიული ბაზელის დამრიგებელმა, ფაბიო ჩელესტინიმ გაბრიელ სიგუას, ამავე კლუბის მოთამაშის ხშირ ტრავმიანობაზე ისაუბრა.

როგორც ის ამბობს, 18 წლის ქართველი ფეხბურთელი ტრავმებს მოკლე ინტერვალით იღებს, რაც ცუდი რეალობაა.

"ის ჯერ კიდევ 18 წლისაა და ჩვენთან ყოფნის პერიოდში მყესი უკვე 3-ჯერ თუ 4-ჯერ გაიწყვიტა. ასეთი ტიპის ტრავმა ჩემი კარიერის განმავლობაში სულ ერთხელ მაქვს მიღებული."

"სიგუას გარდა, ბაზელს კიდევ არაერთი ტრავმირებული ჰყავს მიუხედავად იმისა, რომ მათი ტრავმიანობის გასაკონტროლებელი საშუალებები კლუბს არ უჭირს. მიჭირს, რომ ამ ყველაფერს ლოგიკური ახსნა მოვუნახო"
, - თქვა ჩელესტინი.

გაბრიელ სიგუამ ამ დრომდე ბაზელის მაისური 13-ჯერ მოირგო და შვეიცარიული კლუბისთვის ქართველმა 3 გოლი გაიტანა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი