ბენზემა: "მარტო თამაშებს ვერ მოვიგებ, თუ არ დამეხმარებიან" » სპორტის ხაზი

ბენზემა: "მარტო თამაშებს ვერ მოვიგებ, თუ არ დამეხმარებიან"

ბენზემა: "მარტო თამაშებს ვერ მოვიგებ, თუ არ დამეხმარებიან"
6-04-2024, 18:55
Aa Aa
გაზიარება:

მადრიდის "რეალის" ყოფილმა ფეხბურთელმა კარიმ ბენზემამ, რომელიც ამჟამად არაბეთის ჩემპიონატში ირჯება, მედიასთან საინტერესო თემაზე ისაუბრა.

"ძველი ბენზემა? "რეალში" სხვა სიტუაცია იყო, იქ თანაგუნდელები ძალიან მეხმარებოდნენ მატჩის მიმდინარეობისას, აქ კი სულ სხვა გარემოა. მარტო თამაშებს ვერ მოვიგებ, თუ არ დამეხამრებიან.

"ფეხბურთი გუნდური თამაშია, ახლა ყველაფერი კარგად არ მიდის, მაგრამ, იმედი მაქვს, რაღაცეები შეიცვლება და პირველ სეზონს კარგ ნოტაზე დავასრულებ", - ციტირებს ცნობილი გამოცემა "ESPN" ბენზემას სიტყვებს.

"ალ-იტიჰადის" თავდამსხმელმა მიმდინარე სეზონში 12-ჯერ დალაშქრა მეტოქის კარი და 8 საგოლე გადაცემაც მიითვალა აქტივში.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი