Corriere dello Sport: "კვარა "ბარსაში" არ წავა და..." » სპორტის ხაზი

Corriere dello Sport: "კვარა "ბარსაში" არ წავა და..."

Corriere dello Sport: "კვარა "ბარსაში" არ წავა და..."
6-04-2024, 17:35
Aa Aa
გაზიარება:

მოგეხსენებათ, რომ უკანასკნელ პერიოდში მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც "ნაპოლის" ქართველი თავდამსხმელი ხვიჩა კვარაცხელიას გადასაბირებლად "ბარსელონა" აქტიურად მუშაობს.

თუმცა იტალიური წყაროები დღეს სულ სხვა რამეს ამტკიცებენ. მაგალითად "Corriere dello Sport"-ის მტკიცებით, ხვიჩა "კამპ ნოუზე" არ გადაბარგდება და ნეაპოლურ კლუბში დარჩება.

წყაროს თქმით, მხარეები კონტრაქტის გახანგრძლივებაზე მუშაობენ ხელფასის სოლიდური ნამატით. ამჟამინდელი ხელშეკრულება 2027 წლის ივნისამდეა გათვლილი, რისთვისაც ქართველი ფეხბურთელი წელიწადში 2.25 მლ ევროს იღებს.

პოტენციური ახალი კონტრაქტის კონკრეტული დეტალები ჯერ არ არის ცნობილი, თუმცა ის შესაძლოა მიმდინარე სეზონის ბოლოს დაიდოს.

მიმდინარე სეზონში ხვიჩამ 38 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა "ნაპოლის" მაისურით. მან მეტოქის კარი 10-ჯერ დალაშქრა, საგოლე გადაცემა კი 6-ჯერ მიითვალა აქტივში.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი