"ძალიან ბევრი გულშემატკივარი გვყავდა" - თათია გაბუნია ლიეტუვასთან მატჩზე საუბრობს » სპორტის ხაზი

"ძალიან ბევრი გულშემატკივარი გვყავდა" - თათია გაბუნია ლიეტუვასთან მატჩზე საუბრობს

"ძალიან ბევრი გულშემატკივარი გვყავდა" - თათია გაბუნია ლიეტუვასთან მატჩზე საუბრობს
6-04-2024, 15:30
Aa Aa
გაზიარება:

საქართველოს ქალთა ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი მატჩი ლიეტუვასთან გამართა. მიხიელ მესხი 2-ზე ჩატარებული შეხვედრა ფრედ, 2:2 დასრულდა.

საქართველოს ნაკრების რიგებში დუბლი თეონა ბაქრაძემ შეასრულა. მე-12 წუთზე ჩვენი გუნდის შემტევმა ანა ჩემინავას პასით გაიტანა, ხოლო მე-19 წუთზე თინათინ ამბალიას გადაცემით.

მატჩზე კომენტარი გააკეთა ეროვნული ნაკრების კარის დარაჯმა, თათია გაბუნიამ:

"ძალიან ბევრი გულშემატკივარი გვყავდა და ყველას ძალიან დიდ მადლობას ვუხდი დღევანდელი დღისთვის. ყველაზე დიდი წვლილი შეიტანეს დღევანდელ თამაშში. საინტერესო შეხვედრა იყო. დიდი მოლოდინები გვქონდა, მოსამზადებელი ეტაპიც საინტერესო იყო, რამაც საბოლოო შედეგამდე მიგვიყვანა. მადლობა გოგონებს, რომ თამაში დადებითი შედეგით დავასრულეთ."

ცოტა უცნაური შეგრძნებაა, როდესაც ტრიბუნებიდან შენი სახელი ისმის. ძალიან სასიამოვნოა და უფრო მეტის გაკეთების სურვილს განიჭებს. გინდა, რომ იმაზე უფრო მაგარი იყო, ვიდრე დღეს ხარ. მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვინც დღეს ჩვენს გვერდით იდგა"
- თქვა 23 წლის მეკარემ.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი