"მოსაგები თამაში იყო, თუმცა..." - თეონა ბაქრაძის კომენტარი ლიეტუვასთან მატჩის შემდეგ » სპორტის ხაზი

"მოსაგები თამაში იყო, თუმცა..." - თეონა ბაქრაძის კომენტარი ლიეტუვასთან მატჩის შემდეგ

"მოსაგები თამაში იყო, თუმცა..." - თეონა ბაქრაძის კომენტარი ლიეტუვასთან მატჩის შემდეგ
6-04-2024, 14:00
Aa Aa
გაზიარება:

საქართველოს ქალთა ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი მატჩი ლიეტუვასთან გამართა. მიხიელ მესხი 2-ზე ჩატარებული შეხვედრა ფრედ, 2:2 დასრულდა.

საქართველოს ნაკრების რიგებში დუბლი თეონა ბაქრაძემ შეასრულა. მე-12 წუთზე ჩვენი გუნდის შემტევმა ანა ჩემინავას პასით გაიტანა, ხოლო მე-19 წუთზე თინათინ ამბალიას გადაცემით.

მატჩზე ისაუბრა დუბლის ავტორმა, თეონა ბაქრაძემ:

"მოსაგები თამაში იყო, თუმცა 2:2 არ არის ცუდი შედეგი. მადლობა გოგონებს. ვეცდებით, რომ მომდევნო თამაშებისთვის დადებითი მუხტი შევინარჩუნოთ და გამარჯვება მოვიპოვოთ. მადლობას ვუხდი თითოეულ გულშემატკივარს მობრძანებისთვის და მხარდაჭერისთვის." - თქვა 28 წლის შემტევმა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი