"რთული თამაში იყო" - საქართველოს ქალთა ნაკრების მთავარი მწვრთნელის კომენტარი » სპორტის ხაზი

"რთული თამაში იყო" - საქართველოს ქალთა ნაკრების მთავარი მწვრთნელის კომენტარი

"რთული თამაში იყო" - საქართველოს ქალთა ნაკრების მთავარი მწვრთნელის კომენტარი
6-04-2024, 12:00
Aa Aa
გაზიარება:

საქართველოს ქალთა ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი მატჩი ლიეტუვასთან გამართა. მიხიელ მესხი 2-ზე ჩატარებული შეხვედრა ფრედ, 2:2 დასრულდა.

საქართველოს ნაკრების რიგებში დუბლი თეონა ბაქრაძემ შეასრულა. მე-12 წუთზე ჩვენი გუნდის შემტევმა ანა ჩემინავას პასით გაიტანა, ხოლო მე-19 წუთზე თინათინ ამბალიას გადაცემით.

ნამატჩევს, მატჩზე ისაუბრა საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ირის ანტმანმა:

"რთული თამაში იყო. კარგად დავიწყეთ, მეტი გოლის გატანა შეგვეძლო პირველ ტაიმში. ბევრი შანსი გვქონდა. ფეხბურთელებმა ფანტასტიკურად ითამაშეს. სამწუხაროდ, ორი შეცდომის შედეგად გოლები გავუშვით. ნამდვილად ვამაყობ ჩემი ფეხბურთელებით. თამაშის შემდეგ იმედგაცრუებულები იყვნენ და ეს ბევრს ნიშნავს. პირველი წუთებიდან ბევრი იშრომეს და სწორედ ასეთი უნდა იყოს საქართველოს ნაკრები. დღეს, 12 ფეხბურთელით ვითამაშეთ. გულშემატკივრებმა საოცარი ატმოსფერო შექმნეს და ძალიან დაგვეხმარნენ. ბელარუსთან რთული თამაში გველის და ვეცდებით, რომ მაქსიმუმი გავაკეთოთ" - თქვა 48 წლის სპეციალისტმა. (nakrebi.ge)


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი