რონალდუ "იუვენტუსს" უჩივის - ბოლო დეტალები » სპორტის ხაზი

რონალდუ "იუვენტუსს" უჩივის - ბოლო დეტალები

რონალდუ "იუვენტუსს" უჩივის - ბოლო დეტალები
5-04-2024, 22:22
Aa Aa
გაზიარება:

მოგეხსენებათ, რომ კრიშტიანუ რონალდუმ გასული წლის სექტემბერში "იუვენსუსის" წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა.

პორტუგალიელი ვარკსვლავი ტურინულ გრანდს 2020-21 წლის სეზონში 19.5 მლნ ევრო ხელფასის არ გადახდის გამო უჩივის.

საქმე იმაშია, რომ 2021 წლის აგვისტოში, როდესაც მხარეებმა კონტრაქტი მოულოდნელად შეწყვიტეს, ხელის გაწერისას ტურინელებს ერთ-ერთ პუნქტში ნახსენები ჰქონდათ, რომ მათ რონალდუს მიმართ ყველანაირი ვალდებულება მოხსნილი ჰქონდათ და მისი არაფერი მართებდათ.

პორტუგალიელის მხრიდან ამას ხელი მოეწერა, მაგრამ თავად რონალდუს ეს არ გაუკეთებია (მხოლოდ მისმა აგენტმა). "ბებერი ქალბატონი" წინააღმდეგია ამ ხელფასის გადახდის რადგან ამის საჭიროებას ვერ ხედავენ და ხელშეკრულებაზეც ხელი მოიწერა.

იტალიელები თავდაჯერებულები არიან, რომ სასამართლო მათთვის ხელსაყრელ განაჩენს გამოიტანს. ვერდიქტი 22 აპრილს იქნება ცნობილი, თუმცა შესაძლოა ყველაფერი მომდევნო კვირაშვე გაირკვეს. შესაბამისად ეს საქმე მაქსიმუმ აპრილის ბოლოს დასრულდება.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი